ტექნოლოგიები · AI · კომერციული სამართალი

ტექნოლოგიური და ციფრული სამართალი.

ტექნოლოგიების ცოდნა. თქვენი ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა.

ხელშეკრულებები, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დაცვა და რეგულაციები — ტექნოლოგიური კომპანიებისა და თანამედროვე ბიზნესისთვის, საქართველოში და საერთაშორისო საქმიანობაში.

საქართველოს პრაქტიკა. საერთაშორისო ხედვა.

ლონდონის თანამედროვე არქიტექტურა
LONDON → GEORGIA საერთაშორისო განათლება.
პრაქტიკული სამართლებრივი მხარდაჭერა.
01
პროდუქტის გაშვება

ხელშეკრულებები, მონაცემთა დაცვა და სარგებლობის პირობები.

02
ბიზნესის განვითარება

პარტნიორობა, რეგულაციები და მიმდინარე იურიდიული მხარდაჭერა.

03
საერთაშორისო საქმიანობა

საქართველოში საქმიანობის დაწყება და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

ვის ვეხმარებით

იურიდიული მხარდაჭერა თქვენი ბიზნესის რეალური საჭიროებებისთვის.

ვმუშაობთ როგორც ქართულ ბიზნესთან, ისე საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებსაც საქართველოში სჭირდებათ პრაქტიკული და გასაგები სამართლებრივი მხარდაჭერა.

01

ქართული კომპანიები

ხელშეკრულებები, განვითარება და ყოველდღიური სამართლებრივი საკითხები.

ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, სააგენტოებისთვის, ონლაინბიზნესისა და მზარდი გუნდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ პრაქტიკული იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი სრული იურიდიული გუნდის შექმნის გარეშე.

  • კომერციული და ტექნოლოგიური ხელშეკრულებები
  • მონაცემთა დაცვა, ელექტრონული კომერცია და AI-ის გამოყენების წესები
  • მიმდინარე გარე იურიდიული მხარდაჭერა
იხილეთ თანამშრომლობის ვარიანტები
02

საერთაშორისო კლიენტები

სანდო ადგილობრივი იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში.

უცხოური კომპანიებისთვის, დამფუძნებლებისა და იურიდიული ფირმებისთვის, რომლებსაც საქართველოში სჭირდებათ ინგლისურენოვანი მხარდაჭერა, სამუშაოს მკაფიო ფარგლები და ადგილობრივი სამართლებრივი პროცესების კოორდინაცია.

  • საქართველოში საქმიანობის დაწყება და local counsel
  • კორპორაციული, შრომითი და კომერციული დოკუმენტები
  • ტექნოლოგიების, მონაცემებისა და რეგულაციების მხარდაჭერა
საქართველოში საქმიანობის მხარდაჭერა

ძირითადი მიმართულებები

სამართლებრივი მხარდაჭერა ციფრული ბიზნესისთვის.

ვამზადებთ თქვენი პროდუქტისა და საქმიანობისთვის საჭირო ხელშეკრულებებსა და პოლიტიკებს და გეხმარებით მათ დანერგვაში.

01ტექნოლოგიური ხელშეკრულებებიპროგრამული უზრუნველყოფის, ციფრული სერვისებისა და ტექნოლოგიური პარტნიორობის პირობები.მომსახურების დეტალები
  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, ლიცენზირების, SaaS-ის, ღრუბლოვანი მომსახურებისა და IT აუთსორსინგის ხელშეკრულებების მომზადება და მათ პირობებზე მოლაპარაკება.
  • მომსახურების, პარტნიორობის, დისტრიბუციისა და კონფიდენციალურობის ხელშეკრულებები ქართულ და საერთაშორისო კონტრაჰენტებთან.
  • ინტელექტუალური საკუთრების, მონაცემთა გამოყენების, მომსახურების ხარისხის, ცვლილებების, პასუხისმგებლობისა და ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები.
  • ტექნოლოგიური შესყიდვების, API-ის გამოყენების, სისტემების ინტეგრაციისა და მომწოდებლების სამართლებრივი შემოწმება.

რას მიიღებთსაქმიანობაზე მორგებული ხელშეკრულებები, რისკების განმარტება და მოლაპარაკების რეკომენდაციები.

მოგვწერეთ ამ საკითხზე
02ხელოვნური ინტელექტი და მონაცემებიხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესები და პერსონალური მონაცემების დაცვა.მომსახურების დეტალები
  • ხელოვნური ინტელექტის სისტემების, კომპანიის როლისა და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების შეფასება.
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შიდა წესები, პასუხისმგებლობები და თანამშრომელთა სწავლება.
  • მონაცემთა დამუშავების პროცესების აღწერა და სამართლებრივი შემოწმება, კონფიდენციალურობის პოლიტიკები და მონაცემთა დამუშავების შეთანხმებები.
  • დამუშავების საფუძვლები, შენახვის ვადები, მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნები და ზეგავლენის შეფასება საჭიროების მიხედვით.
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, პირდაპირი მარკეტინგი, cookies და ავტომატიზებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი საკითხები.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისა და კომპანიის გუნდის სამართლებრივი მხარდაჭერა; მონაცემთა ინციდენტებზე რეაგირება.

რას მიიღებთმონაცემთა დაცვის დოკუმენტები, AI-ის გამოყენების წესები და პასუხისმგებლობების განაწილება.

მოთხოვნებს ვაფასებთ საქართველოს კანონმდებლობისა და, საქმიანობის მიხედვით, GDPR-ისა და სხვა შესაბამისი წესების გათვალისწინებით.

ხელოვნური ინტელექტის მომსახურებები სრულადმოგვწერეთ ამ საკითხზე
03ინფორმაციული უსაფრთხოებაუსაფრთხოების სამართლებრივი მოთხოვნები, შიდა წესები და ინციდენტებზე რეაგირება.მომსახურების დეტალები
  • კომპანიაზე გავრცელებული ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შეფასება და შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება.
  • ინფორმაციაზე წვდომის, კონფიდენციალურობის, მომწოდებლების უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური აუთსორსინგის პირობები.
  • ინციდენტზე რეაგირების, შეტყობინების, მტკიცებულებების შენახვისა და საქმიანობის უწყვეტობის პროცედურების სამართლებრივი ნაწილი.
  • საერთაშორისო პროექტებში NIS2-ისა და DORA-ს მოთხოვნების გავრცელების შეფასება და აუდიტისთვის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.

რას მიიღებთუსაფრთხოების პოლიტიკები, ხელშეკრულების პირობები და ინციდენტზე რეაგირების სამართლებრივი პროცედურა.

ტექნიკურ ტესტირებას, ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტსა და სერტიფიცირებას შესაბამისი სპეციალისტები ახორციელებენ.

მოგვწერეთ ამ საკითხზე
04ციფრული პროდუქტები და ინტელექტუალური საკუთრებავებსაიტები, აპლიკაციები, ელექტრონული კომერცია და ინტელექტუალური საკუთრება.მომსახურების დეტალები
  • ვებსაიტის, აპლიკაციისა და ელექტრონული კომერციის სამართლებრივი შემოწმება პროდუქტის დაგეგმვის, გაშვებისა და განახლების ეტაპზე.
  • სარგებლობის, ონლაინგაყიდვის, გამოწერის, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები; მომხმარებელთა მიმართვების განხილვის წესები.
  • პლატფორმის ოპერატორის, გამყიდველისა და მომხმარებლის ურთიერთობები; კონტენტის მოდერაციის, წაშლისა და გასაჩივრების წესები.
  • ციფრული რეკლამა, მარკეტინგული კამპანიები, ინფლუენსერებთან შეთანხმებები და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება.
  • საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, კონტენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება, ღია კოდი და კომერციული საიდუმლოება.
  • სამიზნე ბაზარზე პლატფორმის ვალდებულებების შეფასება, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, DSA-ისა და P2B-ის მოთხოვნები.

რას მიიღებთპროდუქტისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დოკუმენტები, რისკების შეფასება და დანერგვის რეკომენდაციები.

მოგვწერეთ ამ საკითხზე
05ფინტექი და კრიპტოაქტივებიგადახდები, ვირტუალური აქტივები და ფინანსური ტექნოლოგიების რეგულირება.მომსახურების დეტალები
  • ციფრული ფინანსური პროდუქტისა და ბიზნესმოდელის შეფასება; რეგისტრაციის, ლიცენზირებისა თუ სხვა ნებართვის საჭიროების განსაზღვრა.
  • საგადახდო და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) დოკუმენტაცია და რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერა.
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT), კლიენტისა და ბიზნესპარტნიორის შემოწმების (KYC/KYB) წესები.
  • მომხმარებლის პირობები, მონაცემთა გამოყენება, ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან შეთანხმებები და მარეგულირებელთან წარსადგენი დოკუმენტები.
  • ახალი ფუნქციების, პარტნიორობისა და რეგულაციების ცვლილებების სამართლებრივი შეფასება მიმდინარე საქმიანობაში.

რას მიიღებთმარეგულირებელი მოთხოვნების შეფასება და განაცხადისთვის ან მიმდინარე საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტები.

მოთხოვნები დამოკიდებულია კონკრეტულ საქმიანობაზე. რეგისტრაციასა და ნებართვაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო იღებს.

მოგვწერეთ ამ საკითხზე
06LegalTech და ხელშეკრულებების მართვახელშეკრულებებისა და სამართლებრივი პროცესების გაციფრულება და მოწესრიგება.მომსახურების დეტალები
  • ხელშეკრულებების მომზადების, შეთანხმების, ხელმოწერისა და შენახვის პროცესის შემუშავება — ხელშეკრულების სრული ციკლის მართვა (CLM).
  • ხელშეკრულების შაბლონები, მოლაპარაკების ინსტრუქციები, ვერსიების კონტროლი და ვადებისა და ვალდებულებების აღრიცხვა.
  • მოთხოვნების მიღების, დავალებების განაწილების, შეთანხმებისა და წვდომის წესების მოწესრიგება.
  • სამართლებრივი პროცესების ავტომატიზაციისა და AI ფუნქციების შეფასება; დეველოპერებისთვის სამართლებრივი და ფუნქციური მოთხოვნების მომზადება.
  • იურიდიული გუნდის სამუშაო ინსტრუქციები, თანამშრომელთა სწავლება და სისტემის დანერგვის მხარდაჭერა.

რას მიიღებთმოწესრიგებული სამუშაო პროცესი, დოკუმენტების სისტემა და დანერგვის პრაქტიკული გეგმა.

მოგვწერეთ ამ საკითხზე

დამატებითი მომსახურება

ბიზნესის სხვა სამართლებრივი საკითხები.

კომპანიის შექმნა და ყოველდღიური საქმიანობა, თანამშრომლებთან ურთიერთობა, დავები და ახალ ბაზარზე გასვლა.

განვიხილოთ თანამშრომლობა
01კორპორაციული და საბანკო საკითხებიკომპანიის რეგისტრაცია, კორპორაციული დოკუმენტები და საბანკო პროცედურები.
  • კომპანიის რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ცვლილებები და დოკუმენტაციის განახლება; წესდება, პარტნიორთა შეთანხმებები, კრების ოქმები და გადაწყვეტილებები.
  • ჯგუფის კომპანიების კორპორაციული საკითხები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, მინდობილობები და შიდა გადაწყვეტილებების მიღების წესები.
  • კომერციული ხელშეკრულებები, გარიგებების დოკუმენტაცია, სამართლებრივი შემოწმება და მოლაპარაკებების მხარდაჭერა.
  • შიდა პოლიტიკების მოწესრიგება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი რისკების შეფასება.
  • საბანკო ანგარიშის გახსნისთვის საქმიანობის, ბენეფიციარი მესაკუთრისა და სახსრების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადება. გადაწყვეტილებას ბანკი იღებს.
მოგვწერეთ ამ საკითხზე
02შრომითი ურთიერთობებიშრომითი ხელშეკრულებები, პერსონალის დოკუმენტები და შიდა წესები.
  • შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, შინაგანაწესი და პერსონალის მართვის სამართლებრივი პროცედურები.
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების, თანხმობების, ბრძანებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტების მოწესრიგება.
  • დასაქმების, სამუშაო პირობების ცვლილებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხები; კონსულტაცია ხელმძღვანელობისა და HR გუნდისთვის.
მოგვწერეთ ამ საკითხზე
03საინვესტიციო ფონდები და აქტივების მართვაფონდის დოკუმენტები, კორპორაციული მართვა და მარეგულირებელთან ურთიერთობა.
  • აქტივების მმართველი კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების საქმიანობაზე გავრცელებული მოთხოვნების შეფასება; რეგისტრაციის, ავტორიზაციისა და ლიცენზირების სამართლებრივი მხარდაჭერა, საქმიანობის ტიპის მიხედვით.
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან ურთიერთობა: განაცხადების, შეტყობინებებისა და ანგარიშგების სამართლებრივი ნაწილის მომზადება; საზედამხედველო მოთხოვნებსა და შემოწმებებზე რეაგირების მხარდაჭერა.
  • ფონდის წესების, პროსპექტის, სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და აქტივების მართვის ხელშეკრულებების მომზადება და განახლება.
  • კორპორაციული მართვისა და შიდა პოლიტიკების მოწესრიგება; მმართველი ორგანოებისა და საინვესტიციო კომიტეტის საქმიანობის დოკუმენტირება.
  • კონტრაჰენტებთან, მომსახურების მიმწოდებლებსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარებთან ხელშეკრულებები, კონფიდენციალურობის შეთანხმებები და გარიგებების სამართლებრივი რისკების შეფასება.
  • ინვესტიციებისა და პარტნიორობის სამართლებრივი შემოწმება; ხელმძღვანელობისა და ბიზნესგუნდების მიმდინარე კონსულტაცია; საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება და შიდა პროცესებში ასახვა.

სამუშაოს მოცულობას ფონდისა და მმართველი კომპანიის საქმიანობის მიხედვით ვათანხმებთ. საჭიროებისას ვრთავთ შესაბამისი გამოცდილების მქონე მრჩევლებს. მარეგულირებლის გადაწყვეტილებას არ ვიძლევით გარანტიად.

მოგვწერეთ ამ საკითხზე
04დავები და წარმომადგენლობამოლაპარაკება, სასამართლო და ადმინისტრაციული საქმეები, აღსრულება.
  • სახელშეკრულებო დავების, მომხმარებელთა პრეტენზიებისა და მორიგების პირობების შეფასება; მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
  • ციფრულ პროდუქტებთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან, მონაცემებთან და ტექნოლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული დავების სამართლებრივი მხარდაჭერა.
  • წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო ორგანიზაციებთან; სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მხარდაჭერა.
  • სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობებისა და სააღსრულებო დოკუმენტაციის მომზადება; მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის სამართლებრივი საკითხები.

წარმომადგენლობის ფორმასა და მოცულობას წინასწარ ვათანხმებთ; სპეციალური კვალიფიკაციის საჭიროებისას საქმეში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პროფესიონალი მონაწილეობს.

მოგვწერეთ ამ საკითხზე
05საქართველო და საერთაშორისო საქმიანობაუცხოური ბიზნესის საქართველოში საქმიანობა და ქართული კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობები.
  • საქართველოში საქმიანობის დაწყების სამართლებრივი სტრუქტურა, დოკუმენტაცია და ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობა.
  • ქართული კომპანიის ხელშეკრულებები საერთაშორისო კლიენტებთან, მომწოდებლებსა და პარტნიორებთან.
  • სამიზნე ბაზრის სამართლებრივი მოთხოვნების შეფასება; უცხოურ სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ქვეყნის მრჩევლების ჩართვა.
მოგვწერეთ ამ საკითხზე
06ბინადრობა, მოქალაქეობა და დასაქმებაუცხოელთა საქართველოში ცხოვრება, მუშაობა და საქმიანობის დაწყება.
  • ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მიღების საფუძვლების შეფასება, განაცხადის დოკუმენტების მომზადება და პროცედურული მხარდაჭერა.
  • უცხოელი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებული პირების შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნები, შესაბამისი გამონაკლისებისა და გარდამავალი წესების გათვალისწინებით.
  • დამფუძნებლებისა და დისტანციურად მომუშავე პირების საქართველოში გადმოსვლის დაგეგმვა: საქმიანობის ფორმა, ხელშეკრულებები და ბინადრობა.
  • უცხოელი თანამშრომლების დასაქმებისას დამსაქმებლის ვალდებულებების შეფასება და დოკუმენტაციის მოწესრიგება.
მოგვწერეთ ამ საკითხზე

როგორ დავიწყოთ

კონკრეტული მომსახურება მკაფიო შედეგით.

წინასწარ არ არის აუცილებელი იცოდეთ, სამართლის რომელ სფეროს ეხება საკითხი. დაიწყეთ ბიზნესის პრობლემით — სამუშაოს მოცულობას, შედეგს, ვადასა და ანაზღაურებას დაწყებამდე შევათანხმებთ.

01

ხელშეკრულების შემოწმება

კომერციული ან ტექნოლოგიური ხელშეკრულების შეფასება, ძირითადი რისკები, შესწორებები და მოლაპარაკების საკითხები.

რას მიიღებთრისკების მოკლე შეფასება + შესწორებული დოკუმენტი + შემდეგი ნაბიჯების განხილვა.
ხელშეკრულებების მომსახურება
02

ბიზნესის იურიდიული მდგომარეობის შეფასება

ძირითადი ხელშეკრულებების, კორპორაციული დოკუმენტებისა და იმ პროცესების შეფასება, რომლებიც ბიზნესში განმეორებით რისკს ქმნის.

რას მიიღებთპრიორიტეტული საკითხები + პრაქტიკული სამოქმედო გეგმა.
განვიხილოთ შეფასება
03

ყოველთვიური იურიდიული მომსახურება

ხელმძღვანელობის, ხელშეკრულებების, მოლაპარაკებების, შრომითი და მარეგულირებელი საკითხების მიმდინარე მხარდაჭერა შეთანხმებული ფარგლებით.

სამუშაო ფორმატიყოველთვიური მოცულობა, პრიორიტეტები და დამატებითი სამუშაოს წესი წინასწარ თანხმდება.
მიმდინარე მომსახურება
04

საქართველოში საქმიანობის დაწყება

სტრუქტურირებული მხარდაჭერა უცხოური კომპანიებისა და დამფუძნებლებისთვის, რომლებიც საქართველოში გეგმავენ დაფუძნებას, დასაქმებას, ხელშეკრულებების გაფორმებას ან საქმიანობას.

რას მიიღებთსამართლებრივი გეგმა + დოკუმენტები + ადგილობრივი პროცესების კოორდინაცია.
საქართველოში საქმიანობა
05

მონაცემთა დაცვის მოწესრიგება

პერსონალური მონაცემების დამუშავების, საჭირო დოკუმენტების, პასუხისმგებლობებისა და დანერგვის ნაბიჯების პრაქტიკული შეფასება.

რას მიიღებთხარვეზების შეფასება + ძირითადი დოკუმენტები + დანერგვის პრიორიტეტები.
მონაცემთა დაცვის მომსახურება
06

AI-ის გამოყენების წესების დანერგვა

წესები იმისთვის, თუ როგორ გამოიყენოს გუნდმა AI ინსტრუმენტები, რა ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და როგორ შეფასდეს მომწოდებლები და მაღალი რისკის გამოყენებები.

რას მიიღებთAI-ის გამოყენების პოლიტიკა + პასუხისმგებლობები + მომწოდებლებისა და გამოყენების შემთხვევების checklist.
AI-ის სამართლებრივი მომსახურება

განათლება და გამოცდილება

საერთაშორისო განათლება და ბიზნესის გამოცდილება.

ლუკა შახყულაშვილი ტექნოლოგიური და კომერციული სამართლის იურისტია. მას კორპორაციულ, კომერციულ და მარეგულირებელ საკითხებზე მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს.

მისი გამოცდილება აერთიანებს ლონდონში მიღებულ განათლებას, BDO Legal-ში მუშაობასა და საქართველოს საჯარო სექტორის პრაქტიკას. ძირითადი მიმართულებებია ტექნოლოგიური ხელშეკრულებები, ხელოვნური ინტელექტი, პერსონალური მონაცემები და ციფრული ბიზნესის სამართლებრივი საკითხები.

LegalStepy

აღმასრულებელი დირექტორი (CEO)

ბოლო ორი წელია ლუკა LegalStepy-ის განვითარებაშია ჩართული. აღმასრულებელი დირექტორის როლში მუშაობს კომპანიის ხელშეკრულებებზე, სამართლებრივ რისკებსა და რეგულაციებთან შესაბამისობაზე. ამასთან, მონაწილეობს ხელშეკრულებების მართვის, შიდა შეთანხმებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციების შემუშავებაში.

ლონდონი

Queen Mary University of LondonLLM პროგრამა — ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციების სამართალი. Chevening-ის სტიპენდიატი.

პრაქტიკა

BDO Legalკომერციული ხელშეკრულებები, სამართლებრივი შემოწმება, კორპორაციული და მარეგულირებელი საკითხები.

საჯარო სექტორი

თბილისის მერია და მიწის რეგისტრაციის პროექტისაჯარო დაწესებულებების სამართლებრივი საქმიანობა და ადმინისტრაციული პროცედურები.

გუნდი

გუნდი თქვენი ამოცანის მიხედვით.

პრაქტიკის დამფუძნებელია ლუკა შახყულაშვილი. თითოეული პროექტისთვის ვადგენთ საჭირო სამუშაოს მოცულობას და, საკითხის სირთულის მიხედვით, შესაბამის სპეციალისტებს ვრთავთ.

01 / სამართალი

იურიდიული მომსახურება

ხელშეკრულებები, კორპორაციული საკითხები, შრომითი ურთიერთობები და რეგულაციებთან შესაბამისობა.

02 / ტექნოლოგია

ტექნიკური სპეციალისტები

ინფორმაციული უსაფრთხოება და ციფრული სისტემების დანერგვა, როდესაც საკითხი ტექნიკურ ცოდნას საჭიროებს.

03 / საერთაშორისო

საერთაშორისო საკითხები

შესაბამისი ქვეყნის კვალიფიციური მრჩევლები უცხოურ სამართალთან დაკავშირებული საკითხებისთვის.

ყოველდღიური იურიდიული მხარდაჭერა კომპანიებისა და ციფრული პლატფორმებისთვის

ვერთვებით კომპანიისა და ჯგუფში შემავალი ბიზნესების მიმდინარე საქმიანობაში — შეთანხმებული ამოცანებითა და სამუშაო ფორმატით.

  • ხელმძღვანელობისა და ბიზნესგუნდების კონსულტაცია; ქართულ და საერთაშორისო პარტნიორებთან პროექტების მხარდაჭერა.
  • ხელშეკრულებების მომზადება და განხილვა, სამართლებრივი კვლევა, დასკვნები და რისკების პრევენცია.
  • პროდუქტის, IT, მარკეტინგის, ფინანსებისა და HR გუნდებთან მუშაობა ახალი პროდუქტებისა და პროცესების დანერგვისას.
  • კორპორაციული დოკუმენტების, შიდა პოლიტიკებისა და მონაცემთა დაცვის საკითხების მოწესრიგება; ცვლილებების მონიტორინგი და მათი პრაქტიკაში ასახვა.

რას მიიღებთამოცანებისა და პრიორიტეტების შეთანხმებული ჩამონათვალი, მოწესრიგებული დოკუმენტები და ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოს შესახებ.

მოგვწერეთ ამ საკითხზე

რესურსები

სამართალი ბიზნესისთვის — გასაგებად.

პრაქტიკული გზამკვლევები ხელშეკრულებების შეფასების, მომწოდებლების შერჩევისა და ტექნოლოგიების დანერგვისთვის.

ყველა რესურსი
გზამკვლევი3 წუთი

ტექნოლოგიური ხელშეკრულება: რა შევამოწმოთ ხელმოწერამდე

ექვსი საკითხი, რომლებიც დაგეხმარებათ მომსახურების, ფასის, პასუხისმგებლობისა და გასვლის პირობების შეფასებაში.

ხელშეკრულებები
გზამკვლევი3 წუთი

ახალი მომწოდებელი და თქვენი მონაცემები

კითხვები, რომლებიც უნდა დასვათ, სანამ გარე სერვისს მომხმარებელთა ან თანამშრომელთა მონაცემებზე წვდომას მისცემთ.

ხელოვნური ინტელექტი და მონაცემები
გზამკვლევი3 წუთი

როგორ დავიწყოთ ხელოვნური ინტელექტის საცდელი პროექტი

ერთი ამოცანა, შეზღუდული წვდომა და გაზომვადი შედეგი: პრაქტიკული ჩარჩო პირველი საცდელი პროექტისთვის.

ხელოვნური ინტელექტი და მონაცემები

თანამშრომლობამდე

ხშირად დასმული კითხვები

მოკლე პასუხები მომსახურებისა და თანამშრომლობის შესახებ.

უცხოურ კომპანიებთანაც მუშაობთ?

დიახ. ვეხმარებით უცხოურ კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებასა და განვითარებაში, ქართულ ბიზნესს კი — საერთაშორისო ურთიერთობებში. უცხოური სამართლის საკითხებზე საჭიროებისამებრ ვრთავთ შესაბამისი ქვეყნის მრჩეველს.

როგორ განისაზღვრება მომსახურების ფასი?

საკითხის გაცნობის შემდეგ წერილობით ვათანხმებთ სამუშაოს მოცულობას, მოსამზადებელ დოკუმენტებს, ვადასა და ანაზღაურებას. რეგულარული საჭიროებებისას შესაძლებელია მიმდინარე მომსახურება. დამატებით სამუშაოს ცალკე ვათანხმებთ.

ჩვენს იურიდიულ ან ტექნიკურ გუნდთან ითანამშრომლებთ?

დიახ. შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თქვენს ხელმძღვანელობასთან, იურიდიულ, HR, ფინანსურ და ტექნიკურ გუნდებთან — როგორც კონკრეტულ პროექტზე, ისე რეგულარულად. პასუხისმგებლობებსა და მუშაობის წესს დასაწყისშივე შევათანხმებთ.

რა ინფორმაცია გამოგიგზავნოთ პირველ მიმართვაში?

მოკლედ აღწერეთ საქმიანობა, საკითხი, შესაბამისი ქვეყანა და სასურველი ვადა. კონფიდენციალური დოკუმენტების ან სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის გამოგზავნა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. დამატებითი მასალების გაცვლის უსაფრთხო გზაზე მოგვიანებით შევთანხმდებით.

დაგვიკავშირდით

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

მოგვწერეთ თქვენი საკითხის შესახებ. დაგიკავშირდებით, რომ დავაზუსტოთ საჭიროებები და თანამშრომლობის პირობები.

digitallawgeorgia@gmail.comმოგვწერეთ WhatsApp-ზე+995 598 45 11 32

საქართველო და საერთაშორისო საკითხები · ქართული / English

შემდეგი ნაბიჯი

გავეცნობით მოთხოვნას, დავაზუსტებთ ამოცანას და სამუშაოს დაწყებამდე შევათანხმებთ მოცულობას, ვადასა და ანაზღაურებას.

მოგვწერეთ

ვარსკვლავით (*) მონიშნული ველები სავალდებულოა.

მიუთითეთ შესაბამისი ქვეყანა და სასურველი ვადა. არ გამოგვიგზავნოთ კონფიდენციალური ან სენსიტიური ინფორმაცია.

მოთხოვნის გაგზავნა მომსახურების შეთანხმებას არ ნიშნავს.