← DLG

06 / COUNSEL

ბიზნესის მუდმივი იურიდიული მომსახურება

ხელშეკრულებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, AI-ის გამოყენებისა და ყოველდღიური კომერციული საკითხების იურიდიული მხარდაჭერა წინასწარ შეთანხმებული პირობებით.

თქვენს გუნდს რეგულარული იურიდიული მხარდაჭერა სჭირდება, საკუთარი დეპარტამენტის შექმნის გარეშე?

01

ვის სჭირდება

კომპანიები, რომლებსაც რეგულარული იურიდიული მომსახურება სჭირდებათ, ასევე იურიდიული სამსახურები, რომლებსაც ტექნოლოგიურ საკითხებზე სპეციალისტის დახმარება სჭირდებათ.

02

რას მოიცავს

  • მიმდინარე ხელშეკრულებები და პარტნიორებთან თუ მიმწოდებლებთან ურთიერთობა
  • თანამშრომლებისა და კონტრაქტორების დოკუმენტები, კონფიდენციალურობა და ინტელექტუალური საკუთრება
  • მონაცემთა დაცვასთან, AI-ის გამოყენებასა და ციფრულ პროდუქტებში ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები
  • შეთანხმებული კორპორაციული საკითხები და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
  • პერიოდული შეხვედრები, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიმდინარე საკითხების განხილვა

03

სამუშაოს ფარგლები

წინასწარ ვათანხმებთ სამუშაოს მოცულობას ან საათების რაოდენობას, პასუხის ვადას, დამატებითი პროექტების პირობებსა და გარე ხარჯებს. საგადასახადო, ტექნიკურ და სხვა სპეციალიზებულ საკითხებზე შესაბამის პროფესიონალებთან ვთანამშრომლობთ.

დაიწყეთ აქ

რას დავაზუსტებთ დასაწყისში

  • რა ტიპის საკითხები მეორდება თქვენს საქმიანობაში?
  • გყავთ შიდა იურისტი ან სხვა კონსულტანტები?
  • რა მოცულობისა და სიხშირის მხარდაჭერა გჭირდებათ?

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.