← DLG

01 / ხელშეკრულებები

ტექნოლოგიური და კომერციული ხელშეკრულებები

კომერციული და ტექნოლოგიური გარიგებების სახელშეკრულებო პირობების მოწესრიგება — სამუშაოს მოცულობა, ანაზღაურება, უფლებები და პასუხისმგებლობა.

უცხოელი კლიენტი გიგზავნით ხელშეკრულებას. რა უნდა შეცვალოთ ხელმოწერამდე?

01

ვის სჭირდება

IT და SaaS კომპანიები, სააგენტოები და სხვა კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიურ მომსახურებას ყიდულობენ ან უცხოელ კლიენტებთან თანამშრომლობენ.

02

რას მოიცავს

  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, SaaS-ის, ლიცენზირებისა და ღრუბლოვანი მომსახურების პირობები
  • მომსახურების, პარტნიორობისა და კონფიდენციალურობის შეთანხმებები
  • სამუშაოს მოცულობა, მიღება-ჩაბარება, ანაზღაურება და პირობების ცვლილება
  • თანამშრომლებისა და კონტრაქტორების მიერ შექმნილ პროგრამულ კოდსა და სხვა მასალებზე უფლებები
  • მონაცემთა დამუშავება, AI-მომსახურების მიმწოდებლები, პასუხისმგებლობა და მომსახურების დასრულება
  • ტექნოლოგიურ შესყიდვებზე მომსახურების დონის (SLA), უსაფრთხოების, სუბკონტრაქტორებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები
  • ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტების სამართლებრივი ფორმის შეფასება

03

სამუშაოს ფარგლები

სამუშაოს მოცულობა დამოკიდებულია დოკუმენტებზე, მოლაპარაკების ეტაპებსა და გამოსაყენებელ სამართალზე. უცხო ქვეყნის სამართლის საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში ვთანამშრომლობთ შესაბამის სპეციალისტთან.

დაიწყეთ აქ

რას დავაზუსტებთ დასაწყისში

  • რა პროდუქტს ან მომსახურებას ყიდით ან ყიდულობთ და ვინ არის მეორე მხარე?
  • რომელი დოკუმენტებია უკვე მომზადებული?
  • რა ვადაში უნდა შეთანხმდეთ?

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.