← ყველა მომსახურება

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი და სამართალი.

ქმნით AI პროდუქტს ან ხელოვნურ ინტელექტს თქვენს საქმიანობაში ნერგავთ? დაგეხმარებით სამართლებრივი საკითხების შეფასებაში, გამოყენების წესების განსაზღვრასა და საჭირო ხელშეკრულებების მომზადებაში.

მომსახურება

შეფასებიდან ყოველდღიურ გამოყენებამდე.

დეველოპერებისთვის, SaaS კომპანიებისა და იმ გუნდებისთვის, რომლებიც AI-ს საქმიანობაში იყენებენ. მომსახურებას პროდუქტის, სექტორისა და სამიზნე ბაზრის მიხედვით ვარჩევთ.

01 / ASSESSMENT

სამართლებრივი შეფასება

  • AI სისტემების, მათი დანიშნულების, კომპანიის როლისა და იმ პირების განსაზღვრა, რომლებზეც სისტემა გავლენას ახდენს.
  • საქართველოს კანონმდებლობისა და სექტორული მოთხოვნების შეფასება; შესაბამის შემთხვევაში — ევროკავშირის AI აქტისა და სხვა ქვეყნების რეგულაციების გათვალისწინება.
  • სამართლებრივი რისკების შეფასება, მათ შორის — გამოყენების შეზღუდვების, აკრძალვებისა და დამატებითი დაცვის ზომების საჭიროების განხილვა.

რას მიიღებთსამართლებრივი შეფასება, პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალი და სამოქმედო რეკომენდაციები.

02 / GOVERNANCE

შიდა წესები და AI აგენტები

  • AI-ის გამოყენების პოლიტიკა: დაშვებული ხელსაწყოები და მიზნები, მონაცემებთან დაკავშირებული შეზღუდვები და პასუხისმგებელი პირები.
  • სამუშაოს დამტკიცების, ადამიანის მიერ შემოწმებისა და პრობლემის გამოვლენისას რეაგირების წესები.
  • AI აგენტების უფლებამოსილებების, სისტემებზე წვდომისა და გარიგებების დადების ფარგლები; მოქმედებების აღრიცხვისა და აგენტის შეჩერების წესები.

რას მიიღებთAI-ის გამოყენების პრაქტიკული წესები, პასუხისმგებლობების განაწილება და დამტკიცების პროცედურები.

03 / DATA & IP

მონაცემები და ინტელექტუალური საკუთრება

  • AI სისტემაში პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები, ინფორმირების წესები, შენახვის ვადები და მონაცემთა გადაცემა.
  • სასწავლო მონაცემების, საცნობარო მასალების, სხვისი კონტენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლებები; გენერირებული მასალისა და კომერციული საიდუმლოების დაცვის საკითხები.
  • საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა დაცვასა და ძირითად უფლებებზე ზეგავლენის შეფასება შესაბამის ტექნიკურ და ბიზნესგუნდებთან ერთად.

რას მიიღებთმონაცემთა გამოყენების პირობები, კონფიდენციალურობისა და ლიცენზირების დოკუმენტები და რისკების შემცირების რეკომენდაციები.

04 / CONTRACTS

მომწოდებლები და ხელშეკრულებები

  • მოდელის, API-ისა და დეველოპერული მომსახურების მომწოდებლების პირობების შეფასება; AI-ის შესყიდვისა და დანერგვის ხელშეკრულებები.
  • კლიენტის მონაცემებით მოდელის სწავლების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და ინტელექტუალური საკუთრების პირობები.
  • პასუხისმგებლობა, მომსახურების ხარისხი, მოდელის ცვლილებები, შემოწმების უფლება, ქვეკონტრაქტორები და თანამშრომლობის დასრულების პირობები.

რას მიიღებთმომზადებული ან გადამუშავებული ხელშეკრულებები, მოსალაპარაკებელი საკითხები და მნიშვნელოვანი რისკების განმარტება.

05 / PRODUCT

პროდუქტის გაშვება და მომხმარებლის უფლებები

  • მომხმარებლისთვის განკუთვნილი პროცესის სამართლებრივი შეფასება; ჩატბოტის, გენერირებული მასალისა და პროდუქტის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.
  • სარგებლობის პირობები, გამჭვირვალობისთვის საჭირო ინფორმაცია, საჩივრების განხილვის წესები და პასუხისმგებლობების განაწილება.
  • ავტომატიზებული გადაწყვეტილებები, პროფაილინგი, ადამიანის მიერ გადახედვა და შედეგის გასაჩივრება — სისტემის დანიშნულების მიხედვით.

რას მიიღებთმომხმარებლისთვის საჭირო დოკუმენტები, პროდუქტში შესატანი ცვლილებების რეკომენდაციები და გაშვებამდე შესამოწმებელი საკითხები.

06 / SUPPORT

სწავლება და მიმდინარე მხარდაჭერა

  • AI-ის სამართლებრივ საკითხებზე პრაქტიკული სწავლება ხელმძღვანელობის, პროდუქტის, HR და სხვა გუნდებისთვის.
  • თანამშრომელთა ფუნქციებზე მორგებული ინსტრუქციები: მონაცემებთან მუშაობა, მიღებული შედეგის გადამოწმება და პრობლემის შესახებ შეტყობინება.
  • ახალი AI ფუნქციების, საკანონმდებლო ცვლილებების, ინციდენტებისა და პრეტენზიების განხილვა; დოკუმენტების განახლება.

რას მიიღებთსასწავლო მასალები, სამუშაო ინსტრუქციები და შეთანხმებული მოცულობის მიმდინარე მხარდაჭერა.

თქვენს საქმიანობაზე მორგებული მომსახურება

მოთხოვნები დამოკიდებულია ქვეყანაზე, სექტორზე, სისტემასა და კომპანიის როლზე. სამუშაოს მოცულობის შეთანხმებამდე ამ გარემოებებს ვაფასებთ. უცხოური სამართლის საკითხებზე საჭიროებისას შესაბამისი ქვეყნის კვალიფიციურ მრჩევლებს ვრთავთ; ტექნიკურ შეფასებასა და ტესტირებას ტექნიკური სპეციალისტები ახორციელებენ.

მოგვწერეთ თქვენი პროექტის შესახებ.

მოკლედ აღწერეთ პროდუქტი ან გამოყენების მიზანი, შესაბამისი ბაზარი და საკითხი, რომლის გადაწყვეტაც გჭირდებათ.

დაგვიკავშირდით