პერსონალური მონაცემები და მომსახურების მიმწოდებელი: რა შევამოწმოთ
რა უნდა გადაამოწმოს კომპანიამ, სანამ მიმწოდებელს პერსონალურ მონაცემებზე წვდომას მისცემს — მონაცემთა ნაკადები, DPA, უსაფრთხოება, მონაცემთა დამუშავებაში ჩართული ქვეკონტრაქტორები, წაშლა და ინციდენტებზე რეაგირება.
ლუკა შახყულაშვილიშესყიდვების, მონაცემთა დაცვისა და IT-ის სპეციალისტებისთვის
მომსახურების ახალი მიმწოდებლის შეფასებისას ჯერ უნდა გაირკვეს, რა პერსონალურ მონაცემებს მიიღებს იგი და რაზე სჭირდება წვდომა მომსახურების გასაწევად. პრაქტიკაში ეს ხშირად მოიცავს მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულების (DPA), უსაფრთხოების ზომების, მონაცემთა დამუშავებაში ჩართული ქვეკონტრაქტორების, საერთაშორისო გადაცემისა და მონაცემების წაშლის პირობების შემოწმებას. ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და იურიდიულ და ტექნიკურ გუნდებთან განხილვაში.
აღწერეთ მონაცემთა მოძრაობა
ერთ გვერდზე ჩამოწერეთ: მონაცემების წყარო, მიმღები სერვისი, გამოყენების მიზანი, წვდომის მქონე პირები და შენახვის ადგილი. გამოყავით მომხმარებელთა, თანამშრომელთა და სხვა პირების ინფორმაცია. გადაამოწმეთ, ნამდვილად სჭირდება თუ არა მიმწოდებელს ყველა მოთხოვნილი მონაცემი.
დასვით კონკრეტული კითხვები
რომელი მონაცემები გადაეცემა და რატომ?
ვინ განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს?
სად ინახება ინფორმაცია და ვინ არიან დამატებითი მომსახურების მიმწოდებლები?
ვის ექნება ადმინისტრატორის უფლებებით წვდომა? გამოიყენება თუ არა მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და აღირიცხება თუ არა სისტემაში წვდომის შემთხვევები?
როგორ ხდება ინფორმაციის დაბრუნება და წაშლა მომსახურების დასრულებისას?
ვის ვუკავშირდებით ინციდენტის დროს და როგორ გვაწვდიან ინფორმაციას?
მოითხოვეთ დამადასტურებელი დოკუმენტები
ზოგადი დაპირების ნაცვლად მოითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტი ან ახსნა: უსაფრთხოების აღწერა, დამოუკიდებელი აუდიტის აქტუალური ანგარიში, წვდომის მართვის წესები ან ინციდენტზე რეაგირების პროცედურა. შეამოწმეთ, კონკრეტულად რას ადასტურებს წარმოდგენილი დოკუმენტი. სერტიფიკატის არსებობა ყველა რისკის აღმოფხვრას არ ნიშნავს.
შეათანხმეთ გადაწყვეტილება
ბიზნესგუნდმა უნდა ახსნას სერვისის საჭიროება, ტექნიკურმა გუნდმა შეაფასოს უსაფრთხოება, ხოლო იურიდიულმა გუნდმა განსაზღვროს მხარეთა როლები და შესაბამისი სახელშეკრულებო და სამართლებრივი მოთხოვნები. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების საკითხები ცალკე განხილვას შეიძლება საჭიროებდეს.
შეადგინეთ და შეინახეთ შეფასება
შეფასებაში ასახეთ სერვისის დასახელება, მონაცემები, მიზანი, გამოვლენილი რისკები, საჭირო ზომები, გადაწყვეტილების მიმღები და გადახედვის თარიღი. დაუზუსტებელი მნიშვნელოვანი საკითხები ცალკე გამოყავით და მიუთითეთ, რა პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება მომსახურების დაწყება.
ტექნიკური შეფასებისთვის დამატებით გამოგადგებათ ქვემოთ მითითებული NCSC-ის ღრუბლოვანი სერვისების უსაფრთხოების სახელმძღვანელო. ეს არის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეკომენდაცია და არა საქართველოს სამართლებრივ მოთხოვნათა ჩამონათვალი.
A data protection vendor review should start by establishing what personal data the supplier will receive and what access it actually needs. In practice, this often includes reviewing data processing agreement (DPA) terms, security measures, subprocessors, international transfers and deletion arrangements. Use this guide to collect the facts for a joint business, legal and technical review.
Map the information flow
Record the source, destination, purpose, people with access and storage location. Distinguish customer, employee and other personal information. Check whether every requested data field is necessary for the service.
Ask specific questions
What information is transferred, and why?
Who decides the purposes and means of its use?
Where is it stored, and which additional providers are involved?
Who has administrative access? Are multi-factor authentication and access logs available?
How will information be returned and deleted when the service ends?
Who is the incident contact and how will updates be provided?
Ask for relevant evidence
Seek an appropriate document or explanation: a security description, a current independent audit report, access-management rules or an incident-response procedure. Check the scope of the evidence. A certificate alone does not resolve every risk.
Agree the decision
The business team explains the need; the technical team assesses security; the legal team identifies the parties' roles and the relevant contractual and legal requirements. International transfers and special-category information may require separate assessment.
Keep a short assessment record
Record the service, information involved, purpose, risks, actions, decision owner and review date. Keep significant unresolved questions open and state any conditions that must be met before use begins.
For technical assessment, the NCSC cloud security guidance below provides useful reference points. It is UK technical guidance, not a statement of Georgian legal requirements.
გამოიყენეთ ეს თქვენს ბიზნესში
იხილეთ შესაბამისი სამართლებრივი მომსახურება ან მოკლედ მოგვწერეთ თქვენი კონკრეტული საკითხის შესახებ.
პრაქტიკული გზამკვლევი SaaS-ის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნოლოგიური ხელშეკრულებების შეფასებისთვის — მომსახურება, ფასი, მონაცემები, IP, პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.
როგორ დაგეგმოს კომპანიამ AI-ის საცდელი პროექტი — ამოცანა, მონაცემები, ადამიანის ზედამხედველობა, რისკები, შედეგების შეფასება და გამოყენების შეჩერების პირობები.