02 / მონაცემთა დაცვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
თანამშრომლებისა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა და მიმწოდებლებთან მონაცემთა დამუშავების პირობების მოწესრიგება.
ახალ CRM სისტემას ირჩევთ? იცით, სად შეინახება მონაცემები და რა პირობებით დამუშავდება ისინი?
01
ვის სჭირდება
ორგანიზაციები, რომლებიც ამუშავებენ თანამშრომლებისა და მომხმარებლების მონაცემებს, იყენებენ CRM-ს, ღრუბლოვან სერვისებს ან საერთაშორისო მიმწოდებლებს.
02
რას მოიცავს
- მონაცემთა დამუშავების პროცესები, მიზნები, მხარეთა როლები და სამართლებრივი საფუძვლები
- მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებისთვის საჭირო დოკუმენტები, მონაცემთა შენახვისა და წაშლის წესები
- მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები და მიმწოდებლების შეფასება
- მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნების განხილვა და ინციდენტზე სამართლებრივი რეაგირება
- საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება (DPIA) და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის პირობების შეფასებაში დახმარება
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება — ცალკე შეთანხმებით
- მონაცემთა დამუშავების პროცესების აღრიცხვა, მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციის საჭიროების შეფასება და ტრენინგი
03
სამუშაოს ფარგლები
საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნათა მოქმედების სფეროს თითოეული კომპანიის საქმიანობის გათვალისწინებით ვაფასებთ. ოფიცრის მომსახურება მოითხოვს დამოუკიდებლობის, ამოცანებისა და რესურსის ცალკე შეფასებას. ტექნიკურ უსაფრთხოებას შესაბამისი სპეციალისტი ამოწმებს.
დაიწყეთ აქ
რას დავაზუსტებთ დასაწყისში
- რა მონაცემებს ამუშავებთ და რისთვის?
- რომელი გუნდები და მიმწოდებლები მონაწილეობენ?
- რომელ ქვეყნებში ინახება ან გადაეცემა მონაცემები?
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.