სექტორები
ფინანსური სექტორი
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ვთავაზობთ ტექნოლოგიურ და მარეგულირებელ საკითხებზე სპეციალიზებულ იურიდიულ მომსახურებას.
სამუშაოს მოცულობა
რა საკითხებზე ვმუშაობთ
- საგადახდო მომსახურებისა და ვირტუალური აქტივების ბიზნესმოდელების სამართლებრივი შეფასება
- რეგისტრაციისა და ავტორიზაციის მოთხოვნების შეფასება შესაბამისი საქმიანობის მიხედვით
- AI სისტემებისა და პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები
- ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან ხელშეკრულებები, ინფორმაციული უსაფრთხოება და აუთსორსინგი
ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის ამ გვერდზე წარმოდგენილი მომსახურება ეხება ტექნოლოგიურ სამართალს, მონაცემთა დაცვასა და AI-ის მართვას; სხვა სპეციალიზებული სექტორული საკითხები ცალკე ფასდება.
სპეციალიზაცია
შესაბამისი მომსახურების მიმართულებები
ფინტექი და საგადახდო მომსახურება
საგადახდო მომსახურებისა და ციფრული ფინანსური პროდუქტების მარეგულირებელი მოთხოვნების შეფასება.
02 / ვირტუალური აქტივებივირტუალური აქტივები და VASP რეგულირება
ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული მომსახურების სამართლებრივი შეფასება და საქმიანობის დასაწყებად მომზადება.
03 / AIხელოვნური ინტელექტის რეგულირება და მართვა
AI-ის გამოყენების წესები, პასუხისმგებლობების განაწილება და სამართლებრივი კონსულტაცია — შიდა სამუშაო პროცესებიდან ციფრულ პროდუქტებამდე.
04 / მონაცემთა დაცვაპერსონალურ მონაცემთა დაცვა
თანამშრომლებისა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა და მიმწოდებლებთან მონაცემთა დამუშავების პირობების მოწესრიგება.
05 / ხელშეკრულებებიტექნოლოგიური და კომერციული ხელშეკრულებები
კომერციული და ტექნოლოგიური გარიგებების სახელშეკრულებო პირობების მოწესრიგება — სამუშაოს მოცულობა, ანაზღაურება, უფლებები და პასუხისმგებლობა.
06 / ციფრული რისკებიკიბერუსაფრთხოებისა და ციფრული რისკების სამართალი
კიბერინციდენტების სამართლებრივი შეფასება, შეტყობინების ვალდებულებები და მიმწოდებლებთან ხელშეკრულებები.
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.