← DLG

02 / ფინტექი

ფინტექი და საგადახდო მომსახურება

საგადახდო მომსახურებისა და ციფრული ფინანსური პროდუქტების მარეგულირებელი მოთხოვნების შეფასება.

01

ვის სჭირდება

ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ბანკები და ღია ბანკინგის პროექტები.

02

რას მოიცავს

  • პროდუქტის სამართლებრივი კლასიფიკაცია
  • რეგისტრაციისა და ავტორიზაციის საჭიროების შეფასება
  • გადახდები, ციფრული საფულეები და ღია ბანკინგი
  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ინფორმირება და მიმწოდებლებთან ურთიერთობა
  • საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი დოკუმენტების მომზადებაში დახმარება
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან, ბანკებსა და პარტნიორებთან სახელშეკრულებო ურთიერთობები

03

სამუშაოს ფარგლები

პრუდენციული მაჩვენებლების გაანგარიშება, AML-აუდიტი და ფინანსური აუდიტი ცალკე თანხმდება შესაბამის სპეციალისტთან. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას უფლებამოსილი მარეგულირებელი ორგანო იღებს.

დაიწყეთ აქ

რას დავაზუსტებთ დასაწყისში

  • ვინ იღებს, ინახავს ან გადარიცხავს მომხმარებლის თანხას?
  • ვის სახელით სრულდება ოპერაცია და ვინ არიან პარტნიორები?
  • რომელ ქვეყნებში ემსახურებით მომხმარებლებს?

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.