სექტორები
საერთაშორისო კომპანიები
უცხოურ კომპანიებს ვეხმარებით საქართველოში საქმიანობის დაწყებასა და ადგილობრივი სამართლებრივი მოთხოვნების შეფასებაში, ქართულ კომპანიებს კი — უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მომზადებაში.
სამუშაოს მოცულობა
რა საკითხებზე ვმუშაობთ
- ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა და კომპანიის რეგისტრაციაში დახმარება
- ადგილობრივი და საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებები
- თანამშრომლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
- სხვა ქვეყნების სამართლის საკითხებზე შესაბამის სპეციალისტებთან კოორდინაცია
სპეციალიზაცია
შესაბამისი მომსახურების მიმართულებები
საქართველოში საქმიანობის დაწყება და განვითარება
იურიდიული მომსახურება უცხოური ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიებისთვის საქართველოში — დაფუძნებიდან ყოველდღიურ საქმიანობამდე.
02 / ხელშეკრულებებიტექნოლოგიური და კომერციული ხელშეკრულებები
კომერციული და ტექნოლოგიური გარიგებების სახელშეკრულებო პირობების მოწესრიგება — სამუშაოს მოცულობა, ანაზღაურება, უფლებები და პასუხისმგებლობა.
03 / მონაცემთა დაცვაპერსონალურ მონაცემთა დაცვა
თანამშრომლებისა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა და მიმწოდებლებთან მონაცემთა დამუშავების პირობების მოწესრიგება.
04 / ინტელექტუალური საკუთრებაინტელექტუალური საკუთრება და ტექნოლოგიური აქტივები
პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ბრენდსა და სხვა ციფრულ აქტივებზე უფლებების კუთვნილების, გამოყენებისა და გადაცემის პირობების მოწესრიგება.
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.