← DLG
10 / ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალური საკუთრება და ტექნოლოგიური აქტივები
პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ბრენდსა და სხვა ციფრულ აქტივებზე უფლებების კუთვნილების, გამოყენებისა და გადაცემის პირობების მოწესრიგება.
01
ვის სჭირდება
ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები, პროდუქტის გუნდები და ინვესტორები, რომლებსაც ციფრულ აქტივებზე საკუთრებისა და გამოყენების უფლებების მკაფიოდ განსაზღვრა სჭირდებათ.
02
რას მოიცავს
- პროგრამულ კოდზე, დიზაინზე, მონაცემთა ბაზაზე, კონტენტსა და სხვა ციფრულ აქტივებზე უფლებები
- დამფუძნებლების, თანამშრომლებისა და კონტრაქტორების მიერ შექმნილი ინტელექტუალური საკუთრება
- ლიცენზირება, SaaS, API, ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა და მესამე პირის კომპონენტები
- ბრენდი, სასაქონლო ნიშნები, დომენები და ციფრული იდენტობა
- ინვესტიციის, პარტნიორობის ან სხვა გარიგების დადებამდე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შემოწმება
03
სამუშაოს ფარგლები
საპატენტო განაცხადის ტექნიკურ ნაწილზე, რეგისტრაციის სპეციალიზებულ პროცედურებსა და ინტელექტუალური საკუთრების დავებზე საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტებთან ვთანამშრომლობთ.
დაიწყეთ აქ
რას დავაზუსტებთ დასაწყისში
- ვინ შექმნა კოდი, დიზაინი, კონტენტი და ბრენდის ძირითადი ელემენტები?
- რა ხელშეკრულებებით არის უფლებები გადაცემული ან ლიცენზირებული?
- იყენებთ ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფას, მესამე პირის მასალებს ან ხელოვნური ინტელექტით შექმნილ მასალებს?
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.