← DLG
04 / პროდუქტი
ციფრული პროდუქტები, პლატფორმები და ელექტრონული კომერცია
ციფრული პროდუქტის სამართლებრივი პირობები — რეგისტრაცია, გადახდა, გამოწერის გაუქმება და თანხის დაბრუნება.
პროდუქტი მზად არის გასაშვებად. ემთხვევა პირობები იმას, რასაც მომხმარებელი რეალურად ხედავს?
01
ვის სჭირდება
აპლიკაციები, SaaS-სერვისები, პლატფორმები და ონლაინმაღაზიები, რომლებიც პროდუქტს უშვებენ ან ახალ ბაზარზე გადიან.
02
რას მოიცავს
- ბიზნესმოდელი, მონაწილე მხარეთა როლები და პასუხისმგებლობა
- გამოყენებისა და მომსახურების პირობები
- ფასი, გამოწერის პირობები, გაუქმება, თანხის დაბრუნება და საჩივრის განხილვა
- მონაცემთა დამუშავება, თანხმობა და მომხმარებლის ინფორმირება
- კონტენტზე უფლებები, AI-ფუნქციები და გაშვების წინ სამართლებრივი შემოწმება
- ონლაინ პლატფორმის შუამავლისა და მომსახურების მიმღების როლებისა და პასუხისმგებლობის შეფასება
- მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომერციის კანონმდებლობის მოთხოვნების შესწავლა
03
სამუშაოს ფარგლები
სამუშაო იწყება პროდუქტის, მომხმარებლის ტიპისა და ბაზრის განსაზღვრით. ვებგვერდის, აპლიკაციისა და პროგრამული კოდის ცვლილებებს კლიენტის გუნდი ახორციელებს. სამართლებრივი გადამოწმების მოცულობას წინასწარ ვათანხმებთ.
დაიწყეთ აქ
რას დავაზუსტებთ დასაწყისში
- პროდუქტი ბიზნესისთვის არის განკუთვნილი თუ მომხმარებლისთვის?
- როგორ ხდება რეგისტრაცია, გადახდა და გაუქმება?
- რომელი ქვეყნის მომხმარებლებისთვის არის პროდუქტი?
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.