სამუშაოს მოცულობა
რაზე ვიმუშავებთ
- ბიზნესმოდელი, მონაწილე მხარეთა როლები და პასუხისმგებლობა
- გამოყენებისა და მომსახურების პირობები
- ფასი, გამოწერის პირობები, გაუქმება, თანხის დაბრუნება და საჩივრის განხილვა
- მონაცემთა დამუშავება, თანხმობა და მომხმარებლის ინფორმირება
- კონტენტზე უფლებები, AI-ფუნქციები და გაშვების წინ სამართლებრივი შემოწმება
- ონლაინ პლატფორმის შუამავლისა და მომსახურების მიმღების როლებისა და პასუხისმგებლობის შეფასება
- მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომერციის კანონმდებლობის მოთხოვნების შესწავლა
შესრულება
რას მიიღებთ
- პროდუქტზე მორგებული სამართლებრივი დოკუმენტები
- ვებგვერდის ან აპლიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესის სამართლებრივი შეფასება
- შესასრულებელი ცვლილებების სია პასუხისმგებელი პირების მითითებით
- შეთანხმებული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მათი გადამოწმება
მომსახურების ფარგლები
რა საკითხებზე ვთანხმდებით ცალკე
სამუშაო იწყება პროდუქტის, მომხმარებლის ტიპისა და ბაზრის განსაზღვრით. ვებგვერდის, აპლიკაციისა და პროგრამული კოდის ცვლილებებს კლიენტის გუნდი ახორციელებს. სამართლებრივი გადამოწმების მოცულობას წინასწარ ვათანხმებთ.
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.