← DLG
DLG / SOLUTION
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება
რამდენად გამართულია ჩვენი მონაცემთა დამუშავების პროცესი?
სამუშაოს მოცულობა
რაზე ვიმუშავებთ
- მონაცემთა დამუშავების პროცესები, მიზნები, მხარეთა როლები და სამართლებრივი საფუძვლები
- მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებისთვის საჭირო დოკუმენტები, მონაცემთა შენახვისა და წაშლის წესები
- მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები და მიმწოდებლების შეფასება
- მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნების განხილვა და ინციდენტზე სამართლებრივი რეაგირება
- საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება (DPIA) და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის პირობების შეფასებაში დახმარება
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება — ცალკე შეთანხმებით
- მონაცემთა დამუშავების პროცესების აღრიცხვა, მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციის საჭიროების შეფასება და ტრენინგი
შესრულება
რას მიიღებთ
- მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მონაცემთა ძირითადი ნაკადების აღწერა
- ხარვეზების აღმოსაფხვრელი სამოქმედო გეგმა პრიორიტეტების მიხედვით
- საჭირო წესები, დოკუმენტები და შეთანხმებები
- მოთხოვნებისა და ინციდენტების მართვის ინსტრუქცია
მომსახურების ფარგლები
რა საკითხებზე ვთანხმდებით ცალკე
საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნათა მოქმედების სფეროს თითოეული კომპანიის საქმიანობის გათვალისწინებით ვაფასებთ. ოფიცრის მომსახურება მოითხოვს დამოუკიდებლობის, ამოცანებისა და რესურსის ცალკე შეფასებას. ტექნიკურ უსაფრთხოებას შესაბამისი სპეციალისტი ამოწმებს.
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.