← DLG

DLG / SOLUTION

AI-მომსახურების მიმწოდებლის შეფასება

რა უნდა შევამოწმოთ AI-სერვისის შეძენამდე?

სამუშაოს მოცულობა

რაზე ვიმუშავებთ

  • AI ინსტრუმენტებისა და მათი გამოყენების მიზნების აღწერა
  • მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნები, კომპანიის როლი და AI-ის გამოყენების რისკები
  • გენერაციული AI-ის გამოყენების შიდა წესები, დამტკიცების პროცედურა და გამონაკლისები
  • მიმწოდებლის დოკუმენტებისა და ხელშეკრულების შეფასება
  • მომხმარებლის ინფორმირება, ადამიანის მიერ შედეგების გადამოწმება და პროდუქტის გაშვებამდე სამართლებრივი შეფასება
  • თანამშრომელთა ფუნქციებზე მორგებული სწავლება, ინციდენტებზე რეაგირება და პერიოდული შეფასება
  • ალგორითმული გადაწყვეტილებების, ადამიანური ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის სამართლებრივი შეფასება
  • AI პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსებისას EU AI Act-ის მოქმედების ფარგლებისა და შესაბამისი ვალდებულებების შეფასება

შესრულება

რას მიიღებთ

  • AI-ის გამოყენების რეესტრი და პრიორიტეტების მიხედვით შედგენილი სამოქმედო გეგმა
  • AI-ის პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების წესი
  • მიმწოდებლის შეფასება და სახელშეკრულებო შენიშვნები
  • გაშვებამდე შესამოწმებელი საკითხების სია, პრაქტიკული სწავლება და შემდგომი შეფასების გეგმა
  • AI-ის გამოყენების წესებისა და ორგანიზაციული პასუხისმგებლობების განმსაზღვრელი დოკუმენტები

მომსახურების ფარგლები

რა საკითხებზე ვთანხმდებით ცალკე

სამუშაო მოიცავს სამართლებრივ და ორგანიზაციულ ნაწილს. მოდელის ტექნიკური ტესტირება, უსაფრთხოების ტესტირება, პროგრამული დანერგვა და სერტიფიცირება შესაბამისი სპეციალისტების საქმეა. EU AI Act-ის მოქმედების სფეროს კომპანიის როლისა და საქმიანობის გათვალისწინებით ვაფასებთ.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.