09 / სტარტაპები
ტექნოლოგიური სტარტაპები და ინვესტიციები
ტექნოლოგიური კომპანიის დაფუძნებიდან ინვესტორის შესვლამდე: დამფუძნებლების შეთანხმებები, IP-ის კუთვნილება და საინვესტიციო დოკუმენტები.
ინვესტორი დაინტერესდა თქვენი სტარტაპით. კომპანია ფლობს თუ არა პროდუქტსა და მის კოდზე ყველა საჭირო უფლებას?
01
ვის სჭირდება
ტექნოლოგიური სტარტაპები, SaaS და AI პროდუქტების დამფუძნებლები, ინდივიდუალური საწყისი ეტაპის ინვესტორები (angel investors) და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში საქმიანობას იწყებენ.
02
რას მოიცავს
- საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიის დაფუძნება და კორპორაციული სტრუქტურის შერჩევა
- დამფუძნებლების შეთანხმებები, წილების განაწილება, წილზე უფლებების ეტაპობრივად მოპოვების პირობები (vesting) და გადაწყვეტილებების მიღების წესი
- ინვესტიციის პირობები, შეთანხმებებისა და ძირითადი საინვესტიციო დოკუმენტების შემოწმება
- პროდუქტზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და პროგრამულ კოდზე უფლებების კომპანიისთვის გადაცემა
- თანამშრომლებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან შეთანხმებები
- ინვესტორის სამართლებრივი შემოწმებისთვის დოკუმენტაციის მომზადება
03
სამუშაოს ფარგლები
უცხოური კორპორაციული და ფასიანი ქაღალდების სამართლის, გადასახადებისა და ინვესტიციის ფინანსური შეფასების საკითხებზე შესაბამისი სპეციალისტი ერთვება. საინვესტიციო შედეგის გარანტიას არ ვიძლევით.
დაიწყეთ აქ
რას დავაზუსტებთ დასაწყისში
- რომელ ქვეყანაშია კომპანია დაფუძნებული და სად აპირებთ საქმიანობას?
- ვინ არიან დამფუძნებლები და როგორ ნაწილდება უფლებები?
- არსებობს თუ არა პროდუქტის კოდის, ბრენდისა და სხვა აქტივების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები?
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
მოკლედ აღწერეთ საკითხი და სასურველი შედეგი. სამუშაოს მოცულობას, ვადასა და საფასურს წინასწარ შევათანხმებთ.